Friday, December 14, 2012

ბანკნოტები



1995 წლიდან მიმოქცევაში შევიდა 1, 2, 5, 10, 20, 50 და 100 ლარის ღირებულების საბანკო ბილეთები. 1999 წელს სრულყოფის თვალსაზრისით მოდიფიცირებულ იქნა 1995 წლის ემისიის ყველა ნომინალის ბანკნოტები, 2002 წელს 1999 წლის ემისიის მხოლოდ 1, 2, 5, 10 და 20 ლარის ღირებულების ბანკნოტები, ხოლო 2004 წელს 50 და 100 ლარის ღირებულების ბანკნოტები.
http://ka.wikipedia.org/wiki/ლარი#.E1.83.A1.E1.83.90.E1.83.98.E1.83.9C.E1.83.95.E1.83.94.E1.83.A1.E1.83.A2.E1.83.98.E1.83.AA.E1.83.98.E1.83.9D_.E1.83.9B.E1.83.9D.E1.83.9C.E1.83.
1995 წელს ეროვნულმა ბანკმა პირველი ემისიით გამოუშვა 500 ლარიანი კუპიურის უკიდურესად შეზღუდული რაოდენობა საკოლექციო მიზნით, რომელიც მიმოქცევაში არ ჩაეშვა. ანალოგიური მიზნით ადგილი ჰქონდა მეორე ემისიას 2011 წელს, ასევე უკიდურესად შეზღუდული რაოდენობით, რომელიც ანალოგურად არ ჩაეშვა მიმოქცევაში.
ყველა ნომინალის ბანკნოტის ავერსზე წარმოდგენილია ქართული წარწერები: „საქართველო“, „საქართველოს ეროვნული ბანკი“, ნომინალის დასახელება, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და ფინანსთა მინისტრის ხელმოწერები, თარიღი და შვიდმკლავიანი ბორჯღალის გამოსახულება, ხოლო რევერსზე — ინგლისური ენოვანი წარწერები: „GEORGIA“ და ნომინალის დასახელება.

ბანკნოტებზე გამოსახულნი არიან:
2007 წლის აპრილში მიმოქცევაში შემოვიდა ახალი 200 ლარიანი კუპიურა. ბანკნოტის ერთ მხარეს გამოსახულია საქართველოს ეროვნული გმირის ქაქუცა ჩოლოყაშვილის პორტრეტი, მეორე მხარეს კი — სოხუმის ხედი. კუპიურას ფონად ქართული კულტურის ძეგლების რელიეფურ გამოსახულებათა ფრაგმენტები აქვს.

საინვესტიციო მონეტები



http://ka.wikipedia.org/wiki/ლარი#.E1.83.A1.E1.83.90.E1.83.98.E1.83.9C.E1.83.95.E1.83.94.E1.83.A1.E1.83.A2.E1.83.98.E1.83.AA.E1.83.98.E1.83.9D_.E1.83.9B.E1.83.9D.E1.83.9C.E1.83.
ოქროს საინვესტიციო მონეტები
საქართველოს ეროვნული ბანკის დაკვეთით ავსტრიის ზარაფხანაში "ოქროს საწმისის" გამოსახულებით პირველი ქართული საინვესტიციო ოქროს მონეტები დამზადდა. გამოშვებულია ექვსი სხვადასხვა ზომისა და წონის საინვესტიციო მონეტა. ყველაზე მცირე იწონის 3,1 გრამს, ყველაზე დიდი კი 311 გრამს.

საინვესტიციო მონეტები („ოქროს საწმისის“ სერიიდან) 

საინვესტიციო მონეტები („ოქროს საწმისის“ სერიიდან შემადგენლობა AU 999.9)
გამოსახულებანომინალიპარამეტრებიაღწერაფასი 28-06-09
რევერსიავერსიდიამეტრიმასაგურთიავერსირევერსი
Gold 10 lari.jpg10 ლარი16 მმ1,5 გგლუვიოქროს საწმისინომინალი180.00
Gold 25 lari.jpg25 ლარი22 მმ7.7 გგლუვიოქროს საწმისინომინალი499.00
Gold 50 lari.jpg50 ლარი28 მმ15.5 გგლუვიოქროს საწმისინომინალი899.00
Gold 100 lari.jpg100 ლარი37 მმ31.1 გგლუვიოქროს საწმისინომინალი1,797.00
Gold 300 lari.jpg300 ლარი50 მმ155.5 გგლუვიოქროს საწმისინომინალი8,987.00
Gold 1000 lari.jpg1000 ლარი60 მმ311 გგლუვიოქროს საწმისინომინალი17,975.00



საიუბილეო მონეტები


2000 წლის 10 აგვისტოს მიმოქცევაში გაშვებული იქნა ქრისტეშობის 2000 წლისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლის თარიღთან დაკავშირებით მოჭრილი 10 ლარის ღირსების საიუბილეო ბიმეტალური მონეტები, რომლებიც მიმოქცევაშია 10 ლარის ნომინალის ბანკნოტების პარალელურად. ბიმეტალური მონეტების — შიდა რკალი ვერცხლისფერია, ხოლო გარეთა რკალი — ოქროსფერი.




http://ka.wikipedia.org/wiki/ლარი#.E1.83.A1.E1.83.90.E1.83.98.E1.83.A3.E1.83.91.E1.83.98.E1.83.9A.E1.83.94.E1.83.9D_.E1.83.9B.E1.83.9D.E1.83.9C.E1.83.94.E1.83.A2.E1.83.94.E1.83.9

მონეტები


http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98#.E1.83.9B.E1.83.9D.E1.83.9C.E1.83.94.E1.83.A2.E1.83.94.E1.83.91.E1.83.98
1995 წელს მომოქცევაში გაშვებული იქნა 1, 2, 5, 10, 20 და 50 თეთრის ღირებულების მონეტები. „თეთრი“, რომელიც ლარის მეასედ ნაწილს ეწოდა, ძველი XIII საუკუნიდან დამკვიდრებული ქართული სამონეტო ტერმინია. 1, 2, 5, 10 და 20 თეთრის ღირებულების მონეტები ვერცხლისფერია, ხოლო 50 თეთრის ღირებულების მონეტა — ოქროსფერი. ყველა ნომინალის მონეტის რევერსზე გამოსახულია ბორჯღალი, მითითებულია თარიღი და ქართულ-ინგლისური წარწერა „საქართველოს რესპუბლიკა“. მოგვიანებით 1 და 2 თეთრიანი მონეტები ამოღებულ იქნა მიმოქცევიდან.
2006 წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 1 და 2 ლარის ნომინალისა და მოდიფიცირებული 50 თეთრის ღირებულების მონეტები გამოუშვა. ახალი მონეტები დამზადებულია უახლესი ტექნოლოგიით ავსტრიისჰოლანდიისა და დიდი ბრიტანეთისზარაფხანებში. 50-თეთრიანი ახალი მოდიფიკაციის მონეტა მიმოქცევაში იქნა გაშვებული ანალოგიური ნომინალის ძველი მონეტის პარალელურად, ერთ და ორ ლარიანი მონეტები კი შესაბამისი ნომინალის ქაღალდის ფულის ნიშნებთან ერთად.





ლარი


http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98#.E1.83.91.E1.83.90.E1.83.9C.E1.83.99.E1.83.9C.E1.83.9D.E1.83.A2.E1.83.94.E1.83.91.E1.83.98
 ლარი — გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა 1995 წლის 2 ოქტომბერიდან[1]ეროვნულ ბანკს გააჩნია უფლება, განახორციელოს საქართველოს ტერიტორიაზე ფულის ნიშნების გამოშვება. ასევე, ეროვნულ ბანკს აქვს ექსკლუზიური უფლება, დაამზადოს მიმოქცევის ან სხვა მიზნით, სამახსოვრო ფულის ნიშნები[1].
სიტყვა „ლარი“, რომელიც შეირჩა ქართული ეროვნული ვალუტის ძირითადი ერთეულის სახელწოდებად, ძველი ქართული სიტყვაა და ნიშნავს ზოგადად განძს, ქონებას. სახელწოდება „ლარი“ ქართული ფულის ერთეულის დასახელებად 1991 წელს წამოაყენა აკადემიკოსმა ვ. ჩანტლაძემ მინისტრთა კაბინეტისათვის შედგენილ პროექტში.
ეროვნული ბანკის საბჭო განსაზღვრავს და ამტკიცებს ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დიზაინს, შემადგენლობას და სხვა მახასიათებლებს, რის შემდეგაც იწყება ფულისნიშნების ბეჭდვისა და მოჭრის პროცესში ჩაშვება. ქართული ფულის ნიშნები წამყვან ევროპულ ორგანიზაციებში მზადდება[1].
საქართველოს ტერიტორიაზე მზა ფულის ნიშნების ტრანსპორტირებას და შემდგომ ეროვნული ბანკის საცავებში მათ შენახვას ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს. მოსახლეობას ფულის ნიშნები კომერციული ბანკების მეშვეობით მიეწოდება[1].
საქართველოს ეროვნული ბანკი სისტემატურად[1] ახორციელებს ხმარებისათვის გამოუსადეგარი ფულის ნიშნების მიმოქცევიდან ამოღებას და მათ ჩანაცვლებას შესაბამისი ოდენობის ახალი მონეტებითა და ბანკნოტებით. გამოუსადეგარი ფულის ნიშნების განადგურება ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად ხდება.
1999 წელს სრულყოფის თვალსაზრისით მოდიფიცირებულ იქნა 1995 წლის ემისიის ყველა ნომინალის ბანკნოტები, 2002წელს 1999 წლის ემისიის მხოლოდ 1, 2, 5, 10 და 20 ლარის ღირებულების ბანკნოტები, ხოლო 2004 წელს 50 და 100 ლარის ღირებულების ბანკნოტები.